ყველაფერი რაც თქვენ უნდა იცოდეთ ჯანმრთელობის შესახებ
მოხარული ვართ გაცნობოთ, რომ ი. ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკაში კონსულტაციებს ჩაატარებს ისრაელიდან მოწვეული წამყვანი სპეციალისტი, ბავშვთა ქირურგი — დოქტორი ვადიმ კაპულერი (Dr. Vadim Kapuller). კონსულტაციების თარიღი: 10 დეკემბერი მიღების საათები: 14:00–18:30 (დიახ, შესაძლებელი იქნება როგორც წინასწარი ჩაწერა, ასევე ცოცხალი რიგი) დოქტორი ვადიმ კაპულერი საერთაშორისო დონის სპეციალისტია, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში მოღვაწეობს ისრაელის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ სამედიცინო ცენტრში — Assuta Medical Center. ის გამორჩეულია მინიმალურად ინვაზიურ (ლაპაროსკოპიულ) ოპერაციებში და დიდი გამოცდილება აქვს ბავშვთა ქირურგიის რთულ შემთხვევებში. აქტიურად მონაწილეობს სამეცნიერო-კვლევით საქმიანობაში, ასწავლის Ben-Gurion-ის უნივერსიტეტში და წარმოადგენს არაერთ საერთაშორისო სამედიცინო საზოგადოებას. გარდა კლინიკური პრაქტიკისა, ცნობილია, როგორც „მოგზაური ექიმი“ — სპეციალისტი, რომელიც ცოდნასა და გამოცდილებას უზიარებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანას. https://www.kapuller.co.il/ არ გამოტოვოთ უნიკალური შესაძლებლობა — თქვენი ბავშვის ჯანმრთელობაზე იზრუნოს ერთ-ერთმა წამყვანმა საერთაშორისო სპეციალისტმა!
მხოლოდ 25 სექტემბერს — სპეციალური აქცია სს „საქართველოს კლინიკების“ ფოთის ჰოსპიტალში. ენდოკრინოლოგისა და ენდოკრინული ქირურგის კონსულტაცია + ფარისებრი ჯირკვლის ექოსკოპია — მხოლოდ 30 ლარი. არ გამოტოვოთ შესაძლებლობა, დროულად შეამოწმოთ ფარისებრი ჯირკვლის ჯანმრთელობა.
სიახლე სს „საქართველოს კლინიკების“ ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში. კლინიკაში უკვე ფუნქციონირებს უროლოგიური სერვისი და საჭიროების შემთხვევაში 24 საათის განმავლობაში მიმდინარეობს სასწრაფო უროლოგიური ჩარევები, მანიპულაციები და ქირურგიული ოპერაციები, მათ შორის — რეგიონში პირველად — პროსტატის ტრანსურეთრალური რეზექციის (TURP, „ტური“) ოპერაციები. თბილისიდან მოწვეული უროლოგების გუნდი თქვენი ჯანმრთელობის სამსახურშია 24/7.
სს „საქართველოს კლინიკების“ ქობულეთის ჰოსპიტალი ჩართულია სკრინინგის პროგრამაში, რომლის ფარგლებშიც 0–7 წლის ასაკის ბავშვებსა და ორსულებს სისხლში ტყვიის შემცველობის უფასოდ შემოწმების შესაძლებლობა აქვთ. ტყვიით ინტოქსიკაცია შეიძლება გახდეს სერიოზული რისკი ჯანმრთელობისთვის, განსაკუთრებით ბავშვებსა და ორსულებში. რეგულარული შემოწმება გეხმარებათ დროულად მიიღოთ ინფორმაცია და იზრუნოთ თქვენისა და თქვენი ოჯახის ჯანმრთელობაზე.
უპრეცედენტო სიახლე სამეგრელოს რეგიონში! მხოლოდ სს „საქართველოს კლინიკები“ ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში ხელმისაწვდომია არტერიული წნევის 24-საათიანი მონიტორინგის სერვისი. როდის არის რეკომენდებული არტერიული წნევის 24-საათიანი მონიტორინგი? მედიკამენტების მიმართ ცრუ ან ჭეშმარიტი რეზისტენტობის განსაზღვრა, განსაკუთრებით ხანდაზმულ და დიაბეტიან პაციენტებში ანტიჰიპერტენზიული მკურნალობისას ჰიპოტენზიის სიმპტომების არსებობისას „თეთრი ხალათის“ ჰიპერტენზიის გამოსარიცხად ეპიზოდური ჰიპერტენზიის შემთხვევაში მაღალი რისკის პაციენტებში (გადატანილი ინსულტი, შაქრიანი დიაბეტი, რევასკულარიზაციის შემდეგი პერიოდი, აორტის ანევრიზმა) არტერიული ჰიპერტენზიის კონტროლის დონის დასაზუსტებლად არტერიული წნევის 24-საათიანი მონიტორირება რეკომენდებულია მაღალი რისკის მქონე ორსულ ქალებშიც (I–III ტრიმესტრი): ტოქსიკოზით მიმდინარე ორსულობა ადრე შეწყვეტილი ორსულობის ანამნეზი სიმსუქნე ორსულობამდე დიაგნოსტირებული ჰიპერტენზია თირკმელების, გულისა და სისხლძარღვების დაავადებები მომატებული ოფისის წნევის მაჩვენებელი პრეეკლამფსიის განვითარების მაღალი რისკი ჰიპოტენზიით მიმდინარე ორსულობა
ყველაფერი რაც თქვენ უნდა იცოდეთ ჯანმრთელობის შესახებ