სს „საქართველოს კლინიკების“ - ქსელის 27-ვე სამედიცინო დაწესებულებამ საერთაშორისო აკრედიტაცია მოიპოვა.
სს „საქართველოს კლინიკებმა“ - რომელიც ჯანდაცვის სექტორის ყველაზე ფართო ჰოსპიტალურ ქსელს წარმოადგენს, წარმატებით გაირა საერთაშორისო აკრედიტაციის პროცესი და დღეის მდგომარეობით ქსელის ყველა სამედიცინო დაწესებულება აკრედიტირებულია. საქართველოს კლინიკების ქსელი, ქვეყნის მასშტაბით 27 სამედიცინო დაწესებულებას აერთიანებს და თბილისსა და საქართველოს თითქმის ყველა რეგიონშია წარმოდგენილი. ქსელმა 2023 წლის ნოემბერში თანამშრომლობა დაიწყო გერმანულ კომპანია KTQ-სთან და შვიდ თვიანი აკრედიტაციის მოსამზადებელი პერიოდი გაიარა. იხილეთ მეტი
5000 - მდე პროფესიონალი, 24 საათის განმავლობაში
თქვენს სამსახურში
5000 - მდე პროფესიონალი, 24 საათის განმავლობაში
თქვენს სამსახურში
პერიმენოპაუზა ნიშნავს მენოპაუზის "გარშემო" ასაკს, ანუ დროის იმ პერიოდს, როცა ქალის ორგანიზმი განიცდის ბუნებრივ გადასვლას მუდმივი უშვილობის პერიოდში–მენოპაუზაში. პერიმენოპაუზას მენოპაუზურ გადასვლასაც უწოდებენ. ქალებს პერიმენოპაუზა სხვადასხვა ასაკში ეწყებათ. პირველი ნიშნები, როგორიცაა მენსტრუალური ციკლის არარეგულარულობა შესაძლოა 40 წლის ასაკშიც დაიწყოს. ზოგიერთი ქალი კი ამ ნიშნებს 30 წლიდანაც კი ამჩნევს. ესტროგენის დონე– მთავარი ჰორმონი ქალის ორგანიზმში, ხშირად იცვლება პერიმენოპაუზის შემდეგ. მენსტრუალური ციკლი გრძელდება ან მოკლდება, შესაძლოა განვითარდეს ანოვულატორული ციკლებიც. ვლინდება მენოპაუზის მსგავსი სიმპტომებიც, როგორიცაა წამოხურება, ძილის დარღვევა, სიმშრალე ვაგინაში. არსებობს მკურნალობის მეთოდები, რომლებიც დაგეხმარებათ სიმპტომების მენეჯმენტში. როცა ქალს 12 თვის განმავლობაში აღარ აქვს მენსტრუალური ციკლი, ითვლება, რომ მენოპაუზა დადგა. ამ დროს პერიმენოპაუზური პერიოდი მთავრდება.
მეტის ნახვა
გაეცანით ჩვენი კლინიკების სიას და იპოვეთ თქვენთან ყველაზე ახლოს არსებული სამედიცინო მომსახურება.
ყველას ნახვა →ჩვენ თქვენი შვილებისთვის მთელი ქვეყნის მასშტაბით სასწრაფო დახმარების მომსახურებას გთავაზობთ. პატარების კეთილდღეობა ჩვენი საზრუნავია.
დაგვიკავშირდით, თუ დახმარება გჭირდებათ.
იპოვეთ თქვენი ოჯახის ექიმი, დაუკავშირდით და მიიღეთ დახმარება სხვადასხვა სფეროს პროფესიონალებისგან.
მოძებნეთ ექიმი →გაეცანით ჩვენს კლინიკების სიას და იპოვეთ თქვენთან ყველაზე ახლოს არსებული ჯანდაცვის სერვისები
ყველას ნახვა →