სს „საქართველოს კლინიკების“ - ქსელის 27-ვე სამედიცინო დაწესებულებამ საერთაშორისო აკრედიტაცია მოიპოვა.
სს „საქართველოს კლინიკებმა“ - რომელიც ჯანდაცვის სექტორის ყველაზე ფართო ჰოსპიტალურ ქსელს წარმოადგენს, წარმატებით გაირა საერთაშორისო აკრედიტაციის პროცესი და დღეის მდგომარეობით ქსელის ყველა სამედიცინო დაწესებულება აკრედიტირებულია. საქართველოს კლინიკების ქსელი, ქვეყნის მასშტაბით 27 სამედიცინო დაწესებულებას აერთიანებს და თბილისსა და საქართველოს თითქმის ყველა რეგიონშია წარმოდგენილი. ქსელმა 2023 წლის ნოემბერში თანამშრომლობა დაიწყო გერმანულ კომპანია KTQ-სთან და შვიდ თვიანი აკრედიტაციის მოსამზადებელი პერიოდი გაიარა. იხილეთ მეტი
5000 - მდე პროფესიონალი, 24 საათის განმავლობაში
თქვენს სამსახურში
5000 - მდე პროფესიონალი, 24 საათის განმავლობაში
თქვენს სამსახურში
არტერიოვენური მალფორმაცია წარმოადგენს თავის ტვინში ჩამოყალიბებული არანორმალური სისხლძარღვების გროვას, რომელიც აკავშირებს თავის ტვინში არსებულ ვენებსა და არტერიებს. არტერიებს ჟანგბადით გამდიდრებული სისხლი გულიდან თავის ტვინის მიმართულებით გადააქვთ. ვენები დეოქსიგენირებულ(ჟანგბადის დაბალი შემცველობა) სისხლს ფილტვებსა და გულში აბრუნებენ. არტერიოვენური მალფორმა თავის ტვინში ხელს უშლის ამ სიცოცხლისთვის აუცილებელ პროცესს. არტერიოვენური მალფორმაცია შეიძლება ჩამოყლაიბდეს ორგანიზმის ნებისმიერ ნაწილში, თუმცა ეს პათოლოგია ყველაზე ხშირად თავის ტვინსა და ხერხემალში გვხვდება. ეს დაავადება იშვიათია და პოპულაციის ერთ პროცენტზე ნაკლებ ადამიანებში გვხვდება. არტერიოვენური მალფორმაციის მიზეზი უცნობია. უმრავლეს შემთხვევაში დაავადება თანდაყოლილია, თუმცა ზოგჯერ პათოლოგია დაბადების შემდგომაც შეიძლება განვითარდეს. არტერიოვენური მალფორმაცია იშვიათად გადადის გენეტიკურად. არტერიოვენური მალფორმაციით დაავადებულ ადამიანებს ზოგჯერ ახასიათებთ სიმპტომები, როგორიცაა თავის ტკივილი და ეპილეფსიური ტიპის შეტევები. არტერიოვენური მალფორმაციის აღმოჩენა ძირითადად ხდება სხვა დაავადების დასადგენად გადაღებული თავის ტვინის სურათის განხილვისას შემთხვევით. თუმცა დაავადების დიაგნოსტირება ხდება იმ შემთხვევაშიც, თუ სისხლძარღვები გასკდება და იწვევს სისხლდენას(ჰემორაგია) თავის ტვინში. თავის ტვინის არტერიოვენური მალფორმაციის დიაგნოზის დასმის შემდეგ აუცილებელია მისი მკურნალობა, რათა თავიდან ავიცილოთ გართულებები, როგორიცაა თავის ტვინის დაზიანება და ინსულტი.
მეტის ნახვა
გაეცანით ჩვენი კლინიკების სიას და იპოვეთ თქვენთან ყველაზე ახლოს არსებული სამედიცინო მომსახურება.
ყველას ნახვა →ჩვენ თქვენი შვილებისთვის მთელი ქვეყნის მასშტაბით სასწრაფო დახმარების მომსახურებას გთავაზობთ. პატარების კეთილდღეობა ჩვენი საზრუნავია.
დაგვიკავშირდით, თუ დახმარება გჭირდებათ.
იპოვეთ თქვენი ოჯახის ექიმი, დაუკავშირდით და მიიღეთ დახმარება სხვადასხვა სფეროს პროფესიონალებისგან.
მოძებნეთ ექიმი →გაეცანით ჩვენს კლინიკების სიას და იპოვეთ თქვენთან ყველაზე ახლოს არსებული ჯანდაცვის სერვისები
ყველას ნახვა →