სს „საქართველოს კლინიკების“ - ქსელის 27-ვე სამედიცინო დაწესებულებამ საერთაშორისო აკრედიტაცია მოიპოვა.
სს „საქართველოს კლინიკებმა“ - რომელიც ჯანდაცვის სექტორის ყველაზე ფართო ჰოსპიტალურ ქსელს წარმოადგენს, წარმატებით გაირა საერთაშორისო აკრედიტაციის პროცესი და დღეის მდგომარეობით ქსელის ყველა სამედიცინო დაწესებულება აკრედიტირებულია. საქართველოს კლინიკების ქსელი, ქვეყნის მასშტაბით 27 სამედიცინო დაწესებულებას აერთიანებს და თბილისსა და საქართველოს თითქმის ყველა რეგიონშია წარმოდგენილი. ქსელმა 2023 წლის ნოემბერში თანამშრომლობა დაიწყო გერმანულ კომპანია KTQ-სთან და შვიდ თვიანი აკრედიტაციის მოსამზადებელი პერიოდი გაიარა. იხილეთ მეტი
5000 - მდე პროფესიონალი, 24 საათის განმავლობაში
თქვენს სამსახურში
5000 - მდე პროფესიონალი, 24 საათის განმავლობაში
თქვენს სამსახურში
ცერკარიოზი არის ქავილით მიმდინარე გამონაყარი, რომელიც ვითარდება ბუნებაში ცურვის შემდეგ. აგრეთვე ცნობილი, როგორც 'მოცურავის ქავილი', ცერკარიოზი ყველაზე ხშირია როგორც ტბებში და გუბეებში, აგრეთვე მარილიან წყლებში. ცერკარიოზი არის კანში შემოჭრილი პარაზიტების საწინააღმდეგო ალერგიული რეაქცია. ეს პარაზიტები ცხოვრობენ წყალთან ახლოს მყოფ ცხოველებში. ადამიანები არ არიან შესაფერისი მასპინძლები, რის გამოც პარაზიტები კანში შემოჭრიდან მალევე კვდებიან. ცერკარიოზი ხანმოკლე მიმდინარეობით ხასიათდება. გამონაყარი თავისით ქრება რამდენიმე დღეში. ქავილის კონტროლი შესაძლებელია მედიკამენტებით. ცერკარიოზის გამონაყარი მოგვაგონებს წითელ მუწუკებს და ბებერებს. იგი დაინფიცირებულ წყალში ბანაობიდან რამდენიმე წუთში ან დღეში ჩნდება. ცერკარიოზი ხშირად მხოლოდ კანის იმ ნაწილზე ვითარდება, რომელიც არ იყო დაფარული ტანსაცმლით. ცერკარიოზის ნიშნები და სიმპტომები პარაზიტთან ყოველი კონტაქტის შემდეგ უარესდება. როდის მივმართოთ ექიმს მიმართეთ ექიმს, თუ ცურვის შემდეგ გაჩენილი გამონაყარი არ გაქრება 1 კვირაში. აგრეთვე მიმარეთ ექიმს თუ გამონაყარი ჩირქოვანია. შეიძლება მოგიწიოთ დერმატოლოგთან ვიზიტი.
მეტის ნახვა
გაეცანით ჩვენი კლინიკების სიას და იპოვეთ თქვენთან ყველაზე ახლოს არსებული სამედიცინო მომსახურება.
ყველას ნახვა →ჩვენ თქვენი შვილებისთვის მთელი ქვეყნის მასშტაბით სასწრაფო დახმარების მომსახურებას გთავაზობთ. პატარების კეთილდღეობა ჩვენი საზრუნავია.
დაგვიკავშირდით, თუ დახმარება გჭირდებათ.
იპოვეთ თქვენი ოჯახის ექიმი, დაუკავშირდით და მიიღეთ დახმარება სხვადასხვა სფეროს პროფესიონალებისგან.
მოძებნეთ ექიმი →გაეცანით ჩვენს კლინიკების სიას და იპოვეთ თქვენთან ყველაზე ახლოს არსებული ჯანდაცვის სერვისები
ყველას ნახვა →